|
2020-07-06 22:44:09, 2085 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ევროკავშირის წარმომადგენლებთან მხარდაჭერის პროგრამებზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სხვა პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან. შეხვედრა ონლაინ-ფორმატში ჩატარდა და მასში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე. ონლაინ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს მხარდაჭერის პროგრამებზე, რომელთან საქართველოს მთავრობა ანტიკრიზული გეგმის ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს. შეხვედრის დასაწყისში ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველომ მიიღო ევროკავშირის მიერ ე.წ. „მწვანე" ქვეყნებს შორის დასახელებით. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების აღიარებაა. გარდა ამისა, ონლაინ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მწვანე ზრდა, დიგიტალიზაცია, ელექტრონული ოპერაციების განვითარება, ქვეყნის ინტერნეტიზაცია, ენერგეტიკული რეფორმა და სხვ., ასევე მიმოხილულ იქნა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა იმ ეკონომიკურ გამოწვევებზეც, რომლებიც პანდემიის შედეგად წარმოიქმნა. აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარდაჭერას აღმოუჩენს ქვეყანას მათი დაძლევის პროცესში.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)