10:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 18:24:21, 2446 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული ღონისძიებების აღსრულების მექანიზმებზე.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული და გამჭვირვალე ურთიერთობა. საბაჟო ფორმალობების გამარტივების, ეფექტური კონტროლისა და დროის დაზოგვის მიზნით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთის რესპუბლიკასთან. ორ სახელმწიფოს შორის სახმელეთო გზით გადაადგილებული საქონლის შესახებ მონაცემების გაცვლა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს”, -  განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი ქვეყანა, სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში, საკარანტინე ნორმების სრული დაცვით ახორციელებს ტვირთების გადაადგილებას, ხოლო სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის, საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილება სწრაფად, გამარტივებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მან თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

ვიდეოკონფერენციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics