|
2015-09-01 16:34:53, 338 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე ხვალ იმსჯელებს
პარლამენტი „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდეტის ვეტოზე ხვალ იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის იმედი აქვს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ხვალ, სხდომაზე დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა იქნება და ვეტოს დაძლევას შეძლებენ. „კოალიციის შიგნით ვეტოს დაძლევაზე მსჯელობა იყო. ვეტო დაძლეული იქნება“, - აღნიშნა მეჭიაურმა. ამასთან, პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის მანანა კობახიძის თქმით, მმართველ გუნდში ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის ვინაობაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. „ჩვენი ამოცანაა, ჯერ ვეტო დავძლიოთ და ეს კანონი ამოქმედდეს, პრეზიდენტის ან პარლამენტის თავჯდომარის ხელმოწერით. უკვე შემდეგი ეტაპი იქნება სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევა“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)