05:42 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 16:18:21, 646 ნახვა

საზოგადოება
ქართველი მედიკოსები „უსტრონის რევმატოლოგიის და რეაბილიტოლოგიის ჰოსპიტალს“ ეწვივნენ

1-15 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთმეგობრობის და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი,  ასოცირებული პროფესორი ნერიმან ცინცაძე და ექიმი-ლაბორანტი, ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი ლეილა ახვლედიანი  სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიის და რეაბილიტოლოგიის ჰოსპიტალში“ იმყოფებოდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მედიკოსები 2 კვირის განმავლობაში გაეცნენ ჰოსპიტალის მუშაობის პრინციპებს, იმყოფებოდნენ რევმატოლოგიის, ორთოპედიის, ლაბორატორიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის განყოფილებებში. აწარმოებდნენ ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტების ერთობლივ კონსულტაციებს. გაეცნენ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში არსებულ აპარატურას, იმუნო-დიაგნოსტიკის თანამედროვე ლაბორატორიულ მეთოდებსა და ლაბორატორიის მართვის სისტემას. ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ იმუნოლოგიური ანალიზების შესრულებაში.

ამასთან, ქართველი მედიკოსების განმარტებით, პოლონეთში მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ პროფესიული საქმიანობაში და სილეზიის რევმატოლოგიის და რეაბილიტაციის ჰოსპიტალის კოლეგებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

ცნობისთვის, ჰოსპიტალი გათვლილია 300 პაციენტზე, დასაქმებულია 40 ექიმი (რევმატოლოგი, ორთოპედი, რეაბილიტოლოგი). ჰოსპიტალი აღჭურვილია კლინიკურ-დიაგნოსტიკური, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის უახლესი აპარატურით. კლინიკაში ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობაზე იმყოფება 4000 რევმატიული პაციენტი. პაციენტებზე ასევე ხორციელდება დისპანსერული დაკვირვება,  რომლებიც  მკურნალობას გადიან ბიოლოგიური პრეპარატებით.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის რეგიონს შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2011–2013 წწ პოლონეთში გულის დაავადებათა ცენტრ „ზაბრზეში“ აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების  კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ. 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი. 2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს სტუმრობდა პოლონელი სპეციალისტი ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით.

2014 წელს აჭარას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა სილეზიის რეგიონის სამთავრობო დელეგაცია, 2015 წლის დასაწყისში კი პოლონეთში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics