16:33 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 11:03:40, 15347 ნახვა

ომი უკრაინაში
BBC - როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა BBC.

სტატიაში ავტორი „სამ მუშკეტერად“ ასახელებს NCDC- ის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პაატა იმნაძესა და მთავარ ვირუსოლოგს, თენგიზ ცერცვაძეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში კიდევ ერთ პოპულარულ ფიგურად დასახელებულია მარინა ეზუგბაია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

სამეცნიერო ჯგუფის, რომელსაც „სამ მუშკეტერს“ უწოდებენ, დამსახურებაა პანდემიის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტატიაში საუბარია იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა საქართველოს წარმატება კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ავტორის თქმით,  საქართველოშ Covid-19-ის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა, ხოლო მთავრობის რეაგირება ვირუსის წინააღმდეგ საკმაოდ სწრაფი იყო.

„მარტის შუა რიცხვამდე სკოლები, უნივერსიტეტები, გარკვეული ბიზნესი შეჩერდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა. უკვე 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ, აიკრძალა შეკრებები და ქალაქგარეთ მოგზაურობა. შემოიღეს კომენდატის საათიც“, - ვკითხულობთ სტატიაში.

დასასრულს, ავტორის აღნიშნავს, რომ მიუხედავად პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი ხარისხისა, საზოგადოება ფართოდ უჭერდა მხარს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების თანამშრომლობა და მათი სამაგალითო სოციალური პასუხისმგებლობამ ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელების მართვას.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics