10:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-04 13:14:06, 4711 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ამერიკელებსა და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ დარწმუნდა, რომ ამერიკელებსა და ქართვეებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ.

„საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველები ასევე თავისუფლების მოყვარული ხალხია, თქვენ მოგიწიათ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. თქვენ გამოიჩინეთ ნამდვილი სიმამაცე და რწმენა, რაც გამოიხატა დემოკრატიულ რეფრომებში, რომლებიც თქვენ მიიღეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ქართველებს, ისევე როგორც ამერიკელებს, აქვთ ნება მძიმე სამუშაო შეასრულონ, რომელიც საჭიროა თქვენი ქვეყნის შესაცვლელად, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც თქვენ ოცნებობთ – თავისუფალი, უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული. ქართველსა და ამერიკელს მტკიცე კავშირები აქვთ. ეს არა მხოლოდ ბრძოლაა ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისთვის, არამედ განგრძობადი ძალისხმევა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და უფრო წარმომადგენლობითი გახდეს. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი განვაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნო აშშ-ის დაბადების დღე ქართველ მეგობრებთან ერთად“, - განაცხადა დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics