|
2020-07-04 11:38:06, 4346 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ამერიკასთან გვაერთიანებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, 244 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. „ეს დღე ნებისმიერი ერის ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამხოლოდ თავისი სიმბოლიკით, რომ ეს არის დამოუკიდებლობის დღე, არამედ იმიტომ, რომ ეს დღე არის მატარებელი იმ ღირებულებების, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი. ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის – თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ეს არის ის ღირებულებები, რომელიც ასევე ჩვენ გვაერთიანებს ამერიკასთან, რომელსაც ვიზიარებთ სრულიად. ეს ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის შემდგომ, რომლითაც მივდივართ ჩვენი განვითარების გზაზე. თითქმის 30 წლის გზაზე ამერიკა საქართველოს გვერდში დგას და ჩვენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერს, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. ჩვენ სამხედროების განვითარებას, მათ როლს თუნდაც უცხო მისიებში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, ეს არის ის ერთობლივი სოლიდარული გზა, რაც გავიარეთ აშშ-სთან ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, დღეს მსოფლიო კიდევ ახალი გამოწვევის წინაშე დგას. „ამ გლობალური საფრთხის წინაშე, გლობალური სოლიდარობა არის აუცილებელი. აქაც კიდევ ერთხელ, ჩვენ ვიცით კარგად, რომ აშშ-ს როლი იყო და არის გადამწყვეტი. ვიცით, რა პოზიტიური როლი ითამაშა ჩვენთან აშშ-ის მიერ დაარსებულმა ლუგარის ცენტრმა, თუ რა როლი ითამაშა ჩვენსა და ამერიკელ ექიმებს შორის თანამშრომლობამ. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის ფინანსური დახმარება, რათა საქართველომ გაუწიოს წინააღმდეგობა არა მხოლოდ პანდემიას, არამედ შემდგომი ეკონომიკურ კრიზისის, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთმხრივი სოლიდარობა. ჩვენც ვიცით, რომ ამერიკა დგას დღეს ძლიერი გამოწვევის წინაშე, ძლიერი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი პანდემიასთან ერთად. მინდა, კოვიდის პანდემიის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს ვუთანაგრძნო. მინდა, გამოვუცხადო თანადგომა მთლიანად ამერიკას და ამერიკელ ხალხს, გამოვხატო ჩემი რწმენა და იმედი, რომ ჩვენ ერთად ამ კრიზისი შემდეგ ვიქნებით უფრო ძლიერი, ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამარჯვება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ასევე დღევანდელი დღე მივულოცო ქართველებს, ვინ ცხოვრობენ ამერიკაში და ამერიკას თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. Long live America!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)