11:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-03 11:08:22, 2507 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტობით ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პირველი ონლაინ სხდომა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) პირველ ონლაინ სხდომას დაესწრო და, სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო საბჭოს, როგორც დარგის განვითარების ხელშემწყობი პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სხდომას, რომელსაც 45-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე ხელმძღვანელობდა.

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი 2019 წელს გახდა. ამავე წელს ჩვენი ქვეყანა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2020 წლის პრეზიდენტ ქვეყანად ოფიციალურად დასახელდა. 

 „მოხარული ვარ, რომ საქართველო გასული წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ოჯახის წევრია. რომ არა პანდემია, დედაქალაქი თბილისი საბჭოს სხდომის მასპინძელი იქნებოდა. მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საბჭომ პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი გაგვიხანგრძლივა. ვიმედოვნებ, მომავალ წელს, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში საბჭოს სხდომის მასპინძლობის შესაძლებლობა მოგვეცემა“, -  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა. ქვეყანაში ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.  

ონლაინ სხდომას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, რომელმაც ზეთისხილის და მისგან წარმოებული პროდუქციის სასარგებლო თვისებების გარდა, აღნიშნული კულტურის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამორჩეულ კულტურაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზეთისხილს დეგრადირებული ნიადაგის აღდგენის ხელშეწყობის და კლიმატზე მავნე ზეგავლენის შემცირების უნიკალური თვისება აქვს. 

საბჭოს სხდომაზე, პანდემიის პირობებში, პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველო ევროპაში ზეთისხილის მესამე ჰაბად დასახელდა.

როგორც გიორგი სვანიძემ აღნიშნა, ევროპა აზიის ქვეყნებს ზეთისხილისგან წარმოებული პროდუქციით საქართველოს ჰაბის საშუალებით მოამარაგებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ზეთისხილის ინდუსტრიის განვითარებას და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო 1959 წელს, მადრიდში დაარსდა. საბჭოს მიზანი ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics