09:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 18:37:48, 3776 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთში, საკონსტიტუციო ცვლილებების გამო გამართულ სამშვიდობო აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტები სცემა და დააკავა

კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამართულ სამშვიდობო აქციაზე, 8 ახალგაზრდა დააპატიმრეს, რომლებმაც მოედანზე საკუთარი სხეულებით რიცხვი 2036 გამოსახეს, რაც პუტინის საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში მისი ხელისუფლებაში დარჩენის წელს აღნიშნავს. 
აქციაში სულ 8 ადამიანი მონაწილეობდა.

"ჩვენ არანაირი კრიზისიდან არ გამოვსულვართ, ჩვენთან სულ კრიზისია. ჩვენ არანაირ ეკონომიკურ ზრდას არ განვიცდით, მეტიც პირიქით, ეკონომიკურ ვარდნას. თუ პუტინი ხელისუფლებაში დარჩება ეს რუსეთის სრული დეგრადაცია იქნება", - განაცხადა დემონსტრანტმა, ვიქტორ კოტოვმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა წითელ მოედანზე სულ 4 წუთის განმავლობაში მოახერხეს გაჩერება "3 წუთის განმავლობაში, პოლიციამ არ იცოდა რა ექნა. დაგვაკავეს და გვცემეს", - განაცხადა ვიქტორმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 

დეპუტატის თქმით, რომელიც აქციაში მონაწილეობას იღებდა, განყოფილებაში მისვლისთანავე, მას ყელში სწვდნენ, თავში სკამი ჩაარტყეს და იატაკზე დააგდეს, მაშინ როდესაც მათ უარი უთხრეს დემონსტრაციაზე მიტანილი, საკუთარი ბორკილების მიცემაზე. 

შეგახსენებთ, 25 ივნისს რუსეთში გაიმართა ხმის მიცემა, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, არსებული მანდატის დასრულებისას ვლადიმერ პუტინს შეეძლება კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში. 


 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics