17:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 22:20:39, 4404 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი - გერმანიის თავმჯდომარეობის ექვსი თვე აღმოსავლელი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს. 

შესაბამისი პოსტი მან ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის ამ მღელვარე დროში, მივესალმები გერმანიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ გახდომას. ვითვალისწინებთ რა გერმანიის მუდმივ ინტერესს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებასთან მიმართებაში, იმედი გვაქვს, რომ მომდევნი ექვსი თვე აღმოსავლელი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება“ - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე და გერმანიას წარმატებულ თავმჯდომარეობას უსურვებს. 

დღეს გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics