08:48 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 14:02:49, 3133 ნახვა

ეკონომიკა
Wizz Air-ი ქუთაისის ბაზას აუქმებს, მიზეზად საქართველოს ჩაკეტილი საზღვრები სახელდება

ქუთაისში არსებული ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა, უქმდება, იქ მომუშავე ტექნიკური პერსონალი უკვე გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ მათი მომსახურება საჭირო აღარი იქნება. 

ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზის ტექნიკურმა თანამშრომლებმა მიაწოდეს, მათივე თქმით, 130 -მდე ტექნიკური პერსონალი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გავფრთხილებულები არიან. 
თავად კომპანიის სათაო ოფისში, ბაზის გაუქმების შესახებ ინფორმაციიის შესახებ განმარტებას არ აკეთებენ. "ექსპრესნიუსის" ცნობით, კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან აწარმოებს. არსებული ცნობით, ბორტგამცილბლებს, პილოტების და სხვა ტექნიკურ პერსონალის ნაწილს ალტერნატივად შესთავაზენ სხვა ქვეყანაში მუშაობის გაგრძელებას. 
აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ის ბაზაზე კომპანიის რამდენიმე თვითმფრინავი იდა, უმრავლესობა უკვე გაყვანილია.

მთავარ მიზეზად, რის გამოც საქართველოში მოქმედ ყველაზე იაფ ავიაკომპანია, ბაზას აუქმებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ ევროკავშირთან საზღვრები არ გახსნან. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები უკვე გახსნა.

30 ივნისს ავიაკომპანია ვიზეარმა რეისების უმეტესობა 2021 წლის მაისამდე გააუქმა - 2020 წლის აგვისტოდან მხოლოდ რვა რეისზე იძებნება ბილეთები - ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის, ვენის და ლარნაკას მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics