2020-07-01 11:43:06, 2355 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - საარჩევნო კოდექსში ეუთო/ოდირის რეკომენდაციები სრულადაა გათვალისწინებული
„ეს საარჩევნო ცვლილებები კოდექსში შემუშავებული ფართო კონსესუსით“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები კოდექსში სრულადაა გათვალისწინებული.
„ეუთო/ოდირის რეკომენდაციები ჩვენ გავითვალისწინეთ, ყველა ძირითადი რეკომენდაცია არის გათვალისწინებული და ეს საარჩევნო ცვლილებები კოდექსში შემუშავებული ფართო კონსესუსით. ეს არ არის „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საკითხი მხოლოდ მართალია „ქართულმა ოცნება“ დააინიცირა ეს კანონპროექტი, თუმცა ამ პროცესში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული პირი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან