2020-07-01 10:18:54, 2092 ნახვა
პოლიტიკა
ანდრიუს კუბილიუსი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - გილოცავთ! შემდეგი ნაბიჯი სასამართლოს პოლიტიზირების შეწყვეტა უნდა იყოს
გილოცავთ! შემდეგი ნაბიჯი სასამართლოს პოლიტიზირების შეწყვეტა უნდა იყოს, - ასე გამოეხმაურა ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუნილიუსი საქართველოს მთავრობის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.
ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“ წერს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ევროპული ინტეგრაციის წინამორბედი გახდეს.
„საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პოლიტიკურ სისტემას უფრო პროპორციულს გახდის. გილოცავთ! შემდეგი ნაბიჯი სასამართლოს პოლიტიზირების შეწყვეტა უნდა იყოს. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ევროპული ინტეგრაციის წინამორბედი გახდეს“, - წერს კუბილიუსი „ტვიტერზე“.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან