2020-06-30 18:32:30, 1914 ნახვა
საზოგადოება
NASA-ში კორონავირუსის წინააღმდეგ გულსაკიდი დაამზადეს
ამერიკის ნაციონალურ კოსმოსურ სააგენტოში სპეციალური გულსაკიდი დაამზადეს,რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში დაგვეხმარება.
გულსაკიდის მუშაობის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს, ვისაც ის უკეთია, ხმოვანი შეტყობინებით და ვიბრაციით ამცნობს, რომ მან ხელი სახისკენ წაიღო, რაც უფრო ახლოსაა ხელი სახესთან , ვიბრაცია სულ უფრო ძლიერდება.
იმის მიუხედავად, რომ Pulse-ის პატენტი NASA-ს ეკუთვნის, სააგენტომ ახსნა რა პრინციპით მუშაობს მოწყობილობა, მეტიც-განმარტა თუ როგორ შეიძლება ააწყოთ იგივე 'დევაისი' სახლში, მაგრამ ამისთვის 3დ პრინტერი, მიახლოვების მაუწყებელი, ბატარეა და ჩამრთველი მექანიზმი დაგჭირდებათ.
ცნობილია, რომ მოწყობილობის მასიურად გამოშვება ჯერჯერობით არ იგეგმება.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან