|
2020-06-30 17:46:32, 3410 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - უნდა გაირკვეს წყალში აღმოჩენამდე ეს ადამიანი ცოცხალი იყო თუ არა
„ექსპერტის სატელევიზიო განცხადების საფუძველზე ვერსიების აგება ნაადრევია - უნდა გაირკვეს წყალში აღმოჩენამდე ეს ადამიანი ცოცხალი იყო თუ არა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუთავი 2“-ის ეთერში ერთ-ერთი დაკავებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა, გიორგი ყიფშიძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ჰემატომა, რომელიც გიორგი შაქარაშვილს აღმოუჩინეს, შესაძლოა, როგორც მკვლელობით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგი იყო. „მხოლოდ ექსპერტის სატელევიზიო განცხადებაზე ვერსიის აგება და გადაწყვეტა, რომ ეს მკვლელობაა, მე ვფიქრობ, რომ ნაადრევია. თუმცა, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, როცა დასკვნებს ვაცნობთ საზოგადოებას. დამატებითი კითხვები არ გამჩენია, ეს იყო მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა. ორივე შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ამ ტიპის დაზიანებები ჰქონოდა მიცვალებულს. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება იმ გარემოებას და იმ საექსპერტო დასკვნას, სადაც ცალსახად იქნება ნათქვამი, ეს ადამიანი წყალში რომ აღმოჩნდა, იყო გარდაცვლილი, თუ ცოცხალი“ , - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)