2020-06-30 17:29:24, 4476 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე მმართველ გუნდს - დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია და დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას
დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია და დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ მმართველ გუნდს.
მისი თქმით, „რადიკალურ ოპოზიციას“ კომპარტია ეროვნულ ოპოზიციას უწოდებდა.
„რადიკალური ოპოზიცია, კრიმინალური ოპოზიცია“ - რასაც თქვენ ბრძანებთ, კომპარტია უწოდებდა ამას ეროვნულ ოპოზიციას. გახსოვთ ალბათ რა უყო და რა დღეში ჩააგდო ამ რადიკალურმა ოპოზიციამ კომუნისტური პარტია. დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია, დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას“, - მიმართა გოცირიძემ უმრავლესობას.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან