07:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 15:20:20, 1664 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მთავრობას ევროკავშირთან რეგულარული ფრენების გახსნისკენ მოუწოდებს

„ევროპული საქართველო“ მთავრობას ევროკავშირთან რეგულარული ფრენების გახსნისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადადებული ფრენების გამო ძალიან ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

„უაღრესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი. ან ბინა გაარემონტა, ან პატარა სასტუმროში ჩადო ფული და დღეს დარჩენილია შემოსავლის გარეშე. „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სიაზე დაყრდნობით ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და გავხსნათ რეგულარული ფრენები ევროკავშირთან“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.  

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში რეგულარული ფრენები აგვისტოს დასაწყისიდან გაიხსნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics