23:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 12:47:13, 4462 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი სამინისტროს თანამშრომლების დაკავებაზე - უკანონო ქმედებაზე რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი

„სამართალდამცავებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომელი დააკავეს“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკანონო ქმედებაზე რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი.

„სამართალდამცავებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომელი დააკავეს.

მინდა განვაცხადო, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყების ყველა თანამშრომელი, ვინც სარგებლის მიღებისთვის  გარიგებაში შევა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს,  მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე.

საქმის გამოძიების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ სამართალდამცავებთან.

ერთეულმა უკანონო ქმედებებმა არ უნდა შელახოს სახელმწიფო სტრუქტურის და იმ პროფესიონალი ადამიანების რეპუტაცია, ვინც პატიოსნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. 

საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არის სამინისტროს მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

ნდობას, რომელიც უწყების მთავარია მონაპოვარია, ქმნის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics