07:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 18:10:35, 1649 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

ახალი კონსტიტუცია ოფიციალურად ძალაში შევიდა.

„დღეს ისტორიული დღეა. მოვაწერე ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამითვის მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა და არ დაუჭირა დღეს ამ ცვლილებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცვლილებების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. 117 დეპუტატი იყო მომხრე, 3 კი, წინააღმდეგი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics