13:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 16:48:16, 1548 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში წლის ბოლოს ახალი ბაღი გაიხსნება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონში იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე შენდება და მისი გახსნა წლის  ბოლოსთვის იგეგმება.

აღნიშნულ საბავშვო ბაღში რვა სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, სადაც 60-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოების არსებული სავალდებულო სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად, მშენებლობის ძირითადი ნაწილი და კომუნიკაციების მონტაჟი დასრულებულია, მიმდინარეობს შიდასარემონტო და ფასადის მოწყობის სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოებს კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics