|
2015-08-31 12:33:37, 1571 ნახვა
კომენტარი
დავით ბერძენიშვილი: ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის პასუხი არადამაჯერებელია
რესპუბლიკური პარტიის წევრის დავით ბერძენიშვილის შეფასებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის პასუხი არადამჯერებლია. მისივე თქმით, ღიმილის მომგვრელია, როცა მსგავს თემებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის მფლობელების ნაცვლად დაქირავებული მენეჯერები საუბრობენ. „მოულოდნელი იყო. გაკვირვებული ვარ ახალი საინფორმაციო პოლიტიკური სეზონის წინ ორი წამყვანი, ყველაზე პოპულარული გადაცემის დახურვა გასაკვირია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის პასუხი დამაჯერებლი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია კერძო მფლობელობაშია საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს რა ხდება. მე საერთოდ მაინტერესებს მფლობელების პასუხი როგორი იქნება ამ ამბებზე. ღიმილის მომგვარელია, როდესაც მფლობელების ნაცვლად დაქირავებული მენეჯერები საუბრობენ. ილაპარაკონ მფლობელებმა“,-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)