2020-06-26 13:28:35, 1713 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - რურუა კვლავ საპატიმროში დატოვეს - ეს პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს
რურუა კვლავ საპატიმროში დატოვეს, ეს პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, რურუას საპატიმროში დატოვებით ხელისუფლება, ფაქტობრივად, მიზანმიმართულად აგდებს 8 მარტის შეთანხმებას.
„გახარიასთან მთავარი შეკითხვა არის, საერთოდ როგორ ვაპირებთ შემდეგ არჩევნებამდე მისვლას და რა პოლიტიკურ გარემოში ვაპირებთ, რომ ჩატარდეს არჩევნები. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად აგდებს 8 მარტის შეთანხმებას იმიტომ, რომ გუშინ რურუა კვლავ საპატიმროში დატოვეს, ეს პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან