|
2020-06-26 13:02:52, 1842 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ და როცა გვინდა, არა
ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ და როცა გვინდა, არა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ სპეკულაციას დემოკრატიას ეძახის. „ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ სპეკულაციას დემოკრატიას ეძახის. ეს გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც სახალხო დამცველს სთხოვეს, დაგვეხმარეთ, რომ კრიტიკა აღარ ისმოდეს, დაიცავით ივანიშვილისა და ჩვენი უფლებები, ჩვენ ტანჯულები და დევნილები ვართო. ასეთ სიბრიყვეს იმეორებენ. ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ და როცა გვინდა, არა. ამ ყველაფერს ლოგიკა აქვს. რეალურად, შუშის სასახლეში ზის გადაწყვეტილების მიმღები. როცა ფორმალურად მიდის ადამიანი ამ პანდემიის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ასეთი გამოწვევის დროს, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ტრიბუნას გამოვიყენებთ. მესმის, რომ ივანიშვილის გუნდიდან უმრავლესობის წევრებს გული სტკივათ, რომ ამ კითხვებზე მათ პრემიერს პასუხი არ აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)