|
2020-06-26 12:39:25, 1394 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - ბოლო ერთ თვეში ჩემი მესამე ვიზიტია პარლამენტში, რაც კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენამდე განაცხადა, რომ ბოლო ერთი თვის განამვლობაში პარლამენტში მესამედ იმყოფება, რაც კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება. „მოგეხსენებათ, დღეს წარმოგიდგენთ 2019-2020 წლების ანგარიშს, რომელიც საქართველოს პარლამენტისთვის წერილობით იყო წარდგენილი დაახლოებით ერთი თვის წინ და ვისაც ინტერესი ექნებოდა, ჰქონდა შესაძლებლობა, ამ ანგარიშს გაცნობოდა. საერთოდ, დაწყებამდე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ფაქტობრივად გამოდის მესამე ვიზიტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის კომპონენტი, რაც შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტორი იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვათარდება“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, გამოწვევების მიუხედავად, სამთავრობო პროგრამის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება განხორციელების ფაზაშია. „ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის თვიდან ვებრძვით გალობალურ გამოწვევას, პანდემიას, რომელსაც აქვს თავისი როგორც ეპიდემიოლოგიური, ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკური შემადგენილი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოთხი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო პროგრამის დამტკიცებით იყო წარდგენილი, განხორციელების ფაზებშია, სხვადასხვა წარმატებით, რა თქმა უნდა. სადღაც გვაქვს სერიოზული მიღწევები, გარკვეული მიმართულებით არის დარჩენილი გამოწვევები, თუმცა ყველა ამ ოთხი მიმართულებით მუშაობა არ შეჩერებულა არც ერთი წუთით და მუშაობა გრძელდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს გახლავთ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება, სახელმწიფო მმართველობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)