04:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 16:49:20, 1860 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე - ადამიანის უფლებათა კომიტეტი სუს-ის და პროკურატურის მხარესაა

ადამიანის უფლებათა კომიტეტი სუს-ის და პროკურატურის მხარესაა , - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა,  ოთარ კახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, მათ გიორგი გახარიასთან მწვავე კითხვები ექნებათ.

“ანგარიშში წერია პირდაპირ, რომ ხელისუფლებამ მტკიცებულებები არ ამოიღო. ხელისუფლებამ მტკიცებულებები არ ამოიღო, ია კერზაიას საქმეზე, ხორავას ქუჩის საქმეზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე. ხელი დააფარეს კონკრეტულ ფიგურანტებს.

რაც შეეხება რეაგირებას, ყველა ამ საქმეზე ხელისუფლებამ რა დაკვეთაც მისცა გამოძიებას, ეს დაკვეთა სრულდება. საქმის ფიგურები არიან მართლმსაჯულების მიღმა "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნების გამო ეს ყველაფერი ანგარიშში ძალიან კვალიფიციურად არის აღწერილი. 2013-2019 წლებში 107 რეკომენდაციაა სახალხო დამცველის მხრიდან, რომ ხელისუფლებას და პროკურატურას რეაგირება მოეხდინა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, თუმცა არც ერთ ფაქტზე არ დამდგარა შედეგი. ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ადამიანის უფლებების მხარეს არ არის. ის არის სუს-ის მხარეს, პროკურატურის მხარეს.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, სადაც პრემიერი წლიურ ანგარიშს წარადგენს, კითხვები აუცილებლად გვექნება. პრემიერ-მინისტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის პრემიერ-მინისტრი. ის არის ივანიშვილის თანაშემწე. ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა. ხვალ ჩვენი კითხვები შეეხება 20 ივნისს, ღამეს, სადაც ადამიანებს თვალები დათხარეს. ვისაუბრებთ სიღარიბეზე და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. ოქტომბერში კი, ხალხი ხელისუფლებას პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს” , - განაცხადა ოთარ კახიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics