|
2015-08-30 10:13:49, 804 ნახვა
სამართალი
დედოფლისწყაროში „სილქნეტის“ სერვისცენტრის გაქურდვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზ ქ. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ღამით, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „სილქნეტის“ სერვისცენტრის საკეტი დააზიანა, შენობაში ფარულად შეაღწია და სათვალთვალო ვიდეოკამერა, 13 ცალი მოდემი, კომპიუტერის მონიტორი და კავშირგაბმულობის ტექნიკის დეტალები მოიპარა. მომხდარი ქურდობის შედეგად, კომპანია „სილქნეტმა“ 602 ლარის ოდენობით ზარალი მიიღო. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თეიმურაზ ქ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს. ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)