2020-06-25 13:51:46, 1290 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - კარგი იქნება თუ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენაზე ოპოზიცია პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს
პარლამენტის პრესსპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, კარგი იქნება თუ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენაზე ოპოზიცია პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს.
ის ოპოზიციას მოუწოდებს, ანგარიშის განხილვისას იყოს კრიტიკული, მაგრამ საქმინი.
„ძალიან კარგია ოპოზიცია თუ დაესწრება და მით უმეტეს კარგი იქნება თუ პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს. დიდი იმედი არ მაქვს და მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას, იყოს კრიტიკული მაგრამ საქმიანი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ. გიორგი გახარიამ წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს.ოპოზიცია ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას გეგმავს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან