|
2020-06-24 17:56:07, 1795 ნახვა
საზოგადოება
ბეთანიაში თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბეთანიაში თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. თამარ მეფის ქუჩაზე გზის საფარის განახლება მოხდება, სალბიერის ქუჩაზე კი, სადაც გრუნტის გზაა, მოეწყობა საფუძველი და პირველად დაიგება ასფალტი. პროექტის თანახმად, საერთო ჯამში, 12 740 მ2 ფართობის გზა მოეწყობა. გზის რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. „დავიწყეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - თამარ მეფისა და სალბიერის ქუჩების მოწყობა, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების და დამსვენებლების დიდი ხნის თხოვნა იყო. ბეთანიაში ასფალტის საფარი რამდენიმე ქუჩაზე გასულ წელს უკვე დავაგეთ. უახლოეს ორ თვეში აღნიშნული ორი ქუჩაც მოწესრიგდება, რაც ბეთანიაში კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს“ , - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. აღნიშნული ქუჩების მოწყობის სამუშაოების ღირებულება 693 754 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)