|
2020-06-24 17:07:15, 1602 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილე - სოციალური აგენტებისთვის ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, რაც კიდევ გაიზრდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური სოციალურ აგენტებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მათ პირადად მისთვის აღნიშნულ საკითხზე არასდროს მიუმართავთ. მინისტრის მოადგილის თქმით, ის მზადაა სოციალურ აგენტებს ნებისმიერ დროს შეხვდეს და მათთვის საინტერესო საკითხები პირადად განიხილოს. გიორგი წოწკოლაური განმარტავს, რომ სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურება საშუალოდ თვეში 700 ლარს შეადგენს. „სოციალური აგენტები ხელფასს იღებენ გამომუშავებით, იმის მიხედვით თუ რამდენ ოჯახში ანხორციელებენ ვიზიტს. დამატებით ფიქსირებულად იღებენ 100 ლარს, რაზეც მინისტრმა უკვე მოგვცა დავალება და შეჯერებული ვართ, რომ ეს თანხა გაორმაგდება და შესაბამისად გახდება 200 ლარი. ეს არის რეორგანიზაციული ნაწილი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. შესაბამისად სოციალური აგენტებისთვის ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, რაც უახლოეს პერიოდში, როგორც უკვე აღვნიშნე, კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გიორგი წოწკოლაური აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ სოციალური აგენტების ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება მოხდება, თავდაპირველად 6 თვემდე, შემდეგ კი 1 წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)