16:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 10:13:13, 1325 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის ქუთაისსა და გორში 156 ბინას შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და  საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 156 ბინას შეისყიდის.    

156 ახალაშენებული ბინიდან, 135  - ქალაქ ქუთაისში, ხოლო 21 ქალაქ გორში მდებარეობს. 

სამშენებლო კომპანიები, ღია და გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩა.

საკონკურსო პირობების თანახმად, დევნილთა სააგენტო ბინებს შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. 

ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics