|
2015-08-29 10:45:58, 688 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის სომხეთის მოქალაქეები დააკავა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სომხეთის მოქალაქეები, 1976 წელს დაბადებული გარნიკ კ. და 1966 წელს დაბადებული ჰაიკ ჰ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა გარნიკ კ-ს პირადი ჩხრეკისას 0,007788 გრ ბუპრენორფინი, ხოლო ჰაიკ ჰ-ს პირადი ჩხრეკისას 0,05 გრ მეთადონი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე დაკავებულს მეთადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)