|
2015-08-29 10:41:11, 714 ნახვა
სამართალი
ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით მთავარ პროკურატურას გადაეცა
ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით მთავარ პროკურატურას გადაეცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, შემოსული შეტყობინების საფუძველზე თბილისის მთავარ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო. „ მოგვიანებით საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაეგზავნა თბილისის პროკურატურას. შეტყობინების თანახმად, თბილისი-ტაბახმელას ავტომაგისტრალზე ნანახი იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილილი მამაკაცის გვამი, რომელიც ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა რეზო კალომლეწავი. ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი ჭრილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაყვანილი იქნა ლევან გვაზავა. ამ ეტაპზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იკითხებიან მოწმეები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის დამატებით გახდება ცნობილი“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)