|
2020-06-23 14:53:16, 1943 ნახვა
რეგიონი
ბათუმს მალე უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსი და ტექნოპარკი შეემატება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, მერაბ ხალვაშთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორთან, ავთანდილ კასრაძესთან ერთად უნივერსიტეტის მშენებარე სასწავლო კორპუსი და ტექნოპარკი დაათვალიერა. დასრულებულია სამშენებლო სამუშაოები და იწყება შენობის ინტერიერის მოწყობა. ტექნოპარკი და სასწავლო კორპუსი ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს. სტუდენტთა ახალი სასწავლო კორპუსი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. შენობაში ტექნოპარკი და პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდება. სასწავლო კორპუსის სივრცე დაეთმობა 11 ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამას, რომელიც 255 სტუდენტზეა გათვლილი. თითოეული პროგრამისთვის შეიქმნება ადაპტირებული სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზები. ასევე, მოეწყობა ტრენინგ-ცენტრი. ახალ შენობაში განთავსდება ტექნოპარკი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები განავითარონ. ტექნოპარკი ქმნის სივრცეს, სადაც აკუმულირებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო რესურსები და მიზნად ისახავს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. ბსუ-ს ახალი სასწავლო კორპუსი აჭარის მთვარობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მლნ-მდე ლარია გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)