2020-06-23 10:47:47, 1622 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი - იმედი მაქვს, ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ მოსმენებში
იმედი მაქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ მოსმენებში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“ წერს.
კუბილიუსი იმედს გამოთქვამს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.
„მივესალმები საკითხს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც 136 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. იმედი მაქვს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად განხორციელდება და ყველა ოპოზიციურ პარტიას შეეძლება მონაწილეობა მიიღონ შემდგომ მოსმენებში. ეს არის დემოკრატიის სიმწიფის გზა საქართველოსთვი, პოლიტპატიმრების გარეშე“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან