03:16 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 22:32:56, 1515 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - ივანიშვილი წავიდა ვა-ბანკზე და მიიღო საშინელი შედეგი

ივანიშვილი წავიდა ვა-ბანკზე და მიიღო საშინელი შედეგი , -  ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის დოკუმენტი ივანიშვილს კანონპროექტის ჩაგდების უფლებას არ მისცემს.

„2019 წლის ნოემბერში ივანიშვილმა დაინახა, რომ კარგავს ხელისუფლებას და წავიდა ვა-ბანკზე. წავიდა და მიიღო საშინელი შედეგი. ამ შედეგის გამოხატულებაა რესპუბლიკური პარტიის ის დოკუმენტი, სადაც რუსეთის მოკავშირეთაა მოხსენიებული. კონსტიტუციის ჩავარდნა არის ქვეყანაში არასტაბილურობის შექმნის პირობა, არჩევნებისადმი ნდობის დაკარგვის. ივანიშვილი, როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორი, გამოჩნდება ხვალ. რურუა ჰყავდა მძევლად და ამ კარტის გათამაშება უნდოდა. ჩვენზე გადაბრალების კუთხით შეეძლო ჩაეგდო. სამი შეიძლება ავად გახდეს, მაგრამ კორონავირუსიან დეპუტატს მოიყვანს და არ ჩააგდებს. მისი ადეკვატური ქცევის ინსტინქტი არის, რა მოუვა მის ფულს - რადგან რესპუბლიკელების დოკუმენტში არის სანქციებზე საუბარი, ვერ გაბედავს. თუკი ადეკვატურობის ბოლო საზღვარზე არ არის", - ამბობს რომან გოცირიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics