01:45 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 17:13:34, 1221 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მყარი საფუძველი არსებობს

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების მყარი საფუძველი არსებობს , - ამის შესახებ საპრალმენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე მოსმენაზე, ოპოზიციის გარდა, ვინც არ დაუჭერს მხარს ამ კანონპროექტს არასწორი გარიგების მონაწილე იქნება.

„საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის დროს, „ევროპული საქართველოს" გარეშე, 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდა, შესაბამისად მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალ ამავე 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდება. კანონპროექტის მიღებას 113 მხარდაჭერა სჭირდება, აქედან გამომდინარე მყარი საფუძველი ოპტიმიზმისთვის და ვფიქრობ, რომ ხვალ მეორე მოსმენით, წარმატებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას.

ასეთ ღია გარიგება „ნაციონალურ მოძრაობასთან"  უნდა დააფიქსიროს იმ დეპუტატმა, რომელიც მეორე მოსმენის დროს მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. პირველი მოსმენის დროს, ორი დღით ადრე თუ უჭერდი მხარს და თუ ორი დღის შემდეგ შეიცვალე პოზიცია, ეს ნიშნავს, რომ შენ შეხვედი ძალიან მძიმე და არასწორ გარიგებაში. ბუნებრივია, ნებისმიერი დეპუტატისთვის მომგებიანი არ იქნება ასეთი რამის დემონსტრირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები და ხვალ 116 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics