|
2020-06-21 10:17:23, 1969 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრობარათების დარიგება გრძელდება
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრობარათების დარიგების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, შალვა ბერძენიშვილთან ერთად გაეცნო. “აგრობარათების დარიგების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დარიცხული აგროქულებით ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ ნაკლები დანახარჯებით, შეუფერხებლად განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა”, -განაცხადა ილია თამარაშვილმა. სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფერმერები პროგრამაში აქტიურად არიან ჩართული. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების” სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთი ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის და აგრობარათების დარიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ფერმერები, დარიცხული ქულებით, სასოფლო-სამეურნეო საქონელს სპეციალიზებულ მაღაზიებში იძენენ. ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - myliberty.ge უნდა გადაამოწმონ, ხოლო ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა, აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით. 1,25-დან 10 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებსა და თანამესაკუთრეებს ხვნის მომსახურების მიღება სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიის სერვისცენტრებში შეუძლიათ. ხვნის მომსახურების საფასური 1 ჰა-ზე აგრობარათზე დარიცხული 150 ქულაა. პროგრამის ბენეფიციარებს დარიცხული აგროქულების განაღდება 2021 წლის 20 მაისამდე შეეძლებათ. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების” სახელმწიფო პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონ ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)