01:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-20 21:01:05, 2304 ნახვა

კომენტარი
მიშა მშვილდაძე - ყველა მივხვდით, რომ გავრილოვს ისე როგორც ბატონს, ყმების მიწაზე პარპაში უნდოდა

მივხვდით ყველანი რა ხდებოდა, ისე როგორც ბატონი, ყმების მიწაზე უნდა ეპარპაშა გავრილოვს და ფეხქვეშ გაეთელა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლიკა, - ამის შესახებ "ფორმულას" პროდიუსერმა, მიშა მშვილდაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, ის რომ როცა ოკუპაცია გააპროტესტეს მოხდა ყველაზე სამარცხვინო, რამ რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენი ქვეყნის სპეცრაზმმა ძალადობით და ძალის გადაჭარბებით ენთუზიაზმით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია. 

"ერთი წელი გავიდა რაც საქართველოს თავმოყვარე მოსახლეობამ არ მივეცით უფლება, საქართველოს არაფორმალური მმართველის დასმულ საქართველოს ფორმალურ მმართველებს, სირცხვილი ეჭამათ მშვიდად. ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოს ღირსება ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ატრიბუტიკა, სიმბოლოები, ის რისთვისაც აქ სისხლი იღვრებოდა გათელა ფეხ ქვეშ, "ფეიქ" ორგანიზაციის ვითომ, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის სესიით, რომელიც ტარდებოდა პარლამენტში, რომელსაც ხელმძღვანელი ჰყავს კომუნისტი და გასაგებია, რომ ეს "კაგებეს" საფარქვეშ მოქმედი სიყალბე ხდებოდა. მივხვდით ყველანი რა ხდებოდა, ისე როგორც ბატონი, ყმების მიწაზე უნდა ეპარპაშა გავრილოვს და ფეხქვეშ გაეთელა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლიკა და როცა ეს გავაპროტესტეთ მოხდა ყველაზე სამარცხვინო, რამ რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენი ქვეყნის სპეცრაზმმა ძალადობით და ძალის გადაჭარბებით ენთუზიაზმით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია და გვახსოვს ცინიზმის ერთი წელი, როგორ დაგვცინოდნენ და როგორ დაგვისეს პროპაგანდა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ შევეგუებით", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics