|
2020-06-19 16:30:15, 1175 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ დაბაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
შუახევში დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საყრდენი კედლები, ლითონის მოაჯირი, ფეხით სავალი ბილიკი ქვაფენილით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ კიბეებს, შეიღებება შენობების გარე ფასადები. საყრდენ კედლებზე დამონტაჟდება გარე განათება და მოპირკეთდება დეკორატიული ქვაფენილით. პროექტით გათვალისწინებულია დასასვენებელი პარკის მოწყობა. პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დაბის მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, სამუშაოებს ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით შპს ,,მშენებელი2017“ აწარმოებს. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი ახალგაზრდები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)