15:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 18:30:15, 577 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველო ძლიერი, საიმედო კონტრიბუტორია ჩვენი უსაფრთხოებისთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს უსაფრთხოებისთვის ძლიერი და საიმედო კონტრიბუტორია. 
ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან  ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით საიმედო პარტნიორია. 
„ჩემი ვიზიტი კიდევ ერთხელ ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც  ჩვენ ვანიჭებთ საქართველო-ნატოს ურთიერთობების თვალსაზრისით. ნატო-საქართველოს ურთიერთობა უფროდაუფრო მჭიდრო ხდება და ღრმავდება. უპირველეს ყოვლისა,  საქართველო ეს არის ძალზე ძლიერი, საიმედო, კონტრიბუტორი ჩვენი უსაფრთხოებისთვის.  საქართველო თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩვენს ოპერაციებში, კერძოდ ავღანეთში.  საქართველოს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის  საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების თვალსაზრისით. საქართველო სამაგალითო ქვეყანაა რეგიონში. რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს  თქვენს ერთგულებას, რომ იყოთ ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრი.  იმ ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს ღირებულებები. ყველა ეს რეფორმა და ეს წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ  უსაფრთხოების თვალსაზრისით ეხმარება საქართველოს რათა მოამზადოს საკუთარი თავი ნატო-ს  წევრობისათვის. ნატო- ამ თვალსაზრისით ეხმარება საქართველოს მის ძალისხმევაში“,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics