01:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 13:36:04, 1603 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - ოპოზიციაში ყველა აცნობიერებს, რომ ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოსაშორებლად, აუცილებელია ერთიანი პოზიცია

ვფიქრობ, ოპოზიციაში ყველა აცნობიერებს, რომ ოლიგარქიული და პლუტოკრატიული რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ერთიანი პოზიციის დაცვა აუცილებელია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მაჟორიტარულ კანდიდატებს დაასახელებს მაშინ, როცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში საბოლოო შეთანხმება შედგება.

„დაველოდოთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. როგორც იცით, ექვს ადგილზე თბილისში უნდა შეთანხმდეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. შესაბამსიად, „ნაციონალური მოძრაობა“  საკუთარ კანდიდატებს დაასახელებს მაშინ, როდესაც შედგება საბოლოო შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ დიახ, ხვალ მაჟორიტარების კანდიდატები თბილისში შეძლებენ, რომ წარსდგნენ საზოგადოების წინაშე ოპოზიციის მხრიდან“,- განაცხადა სამადაშვილმა





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics