|
2020-06-19 12:51:10, 1167 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა პეგადგოგებს ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ედუარდ გოგრაჭაძეთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შუახევის მერი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას, დისტანციურ სწავლების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოწვევებს გაეცნო. როგორც აღინიშნა, ამ გამოწვევას, მუნიციპალიტეტის სასწავლო დაწესებულებებმა ღირსეულად უპასუხეს და აქტიურად იყენებდნენ დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლეს მაქსიმალური წვდომა ჰქონდა ტელესკოლასთან. ,, COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები საკლასო ოთახს მიღმა დარჩნენ, პედაგოგებმა შეძელით მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესი შეგენარჩუნებინათ, პანდემიის პერიოდში სასწავლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დაძლიეთ და ეს სემესტრი შედგა. დისტანციური სწავლების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ნაყოფიერი შრომისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ წარმატებები თქვენს მომავალ საქმიანობაში. გპირდებით ჩემს მაქსიმალურ მხარდაჭერას, თუკი ამის საჭიროება გექნებათ. ასევე, მადლობა მშობლებს, დისტანციური სწავლების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)