2020-06-18 16:08:34, 1198 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესა და სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან ალეკო ელისაშვილთან ერთად, ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მათ მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერეს.
„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ხელს ვაწერ ამ მემორანდუმს, რომ სუფთა, ქვეყანაზე გულანთებულმა, პატრიოტმა ადამიანმა, სხვებთან ერთად უნდა მოახდინოს ძალთა გაერთიანება და მობილიზება, რათა ქვეყანაში შექმნას ახალი დღის წესრიგი, გაარღვიოს ის პოლარიზებული კლიმატი, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ეს ქვეყანა დააყენოს განვითარების გზაზე“, - განაცხადა დოლიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან