00:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 15:40:46, 1563 ნახვა

პოლიტიკა
სოფო კილაძე ტუსკის განცხადებაში ოპონენტების ლობისტური საქმიანობის შედეგს ხედავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, დონალდ ტუსკი შეცდომაშია შეყვანილი.

სოფო კილაძე ტუსკის განცხადებაში ოპონენტების ლობისტური საქმიანობის შედეგს ხედავს.

„გასაგებია, რომ ტუსკი წერს „ტვიტერზე“, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის შეცდომაში შეყვანილი ისევე, როგორ შეცდომაში იყო შეყვანილი ის კონგრესმენი, რომელმაც თქვა, რომ მან არ იცოდა რას აწერდა ხელს. ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ლობისტურ საქმიანობას ჩვენი ოპოზნენტებისას, რომლებიც აზიანებენ ჩვენი ქვეყნის იმიჯს ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან იმით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში და მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, 8 მარტის შეთანხმება სრულად განხორციელდეს და რურუა გათავისუფლდეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics