|
2020-06-18 14:16:29, 1304 ნახვა
რეგიონი
გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროეტების მონახულებას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი მერაბ კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. ქუჩაზე სადაც ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგება, ღობეებსა და ჭიშკრებს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 579, 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრისას მოქალაქეებმა დეპუტატსა და მერს მერაბ კოსტავას მიმდებარე ქუჩებზე გზების მოწესრიგებაც სთხოვეს. გოგი მეშველიანისა და დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა წელსვე მოეწყობა. დეპუტატამა და მერმა ქალაქ ბოლნისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც მოინახულეს. პროექტის ფარგლებში ეზოში ავტოფარეხისა და შემნახველი სათავსოების მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 160 000 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)