|
2020-06-18 12:25:30, 1388 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - ჯანდაცვის სამინიტროს შეგვიძლია, ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში
ჯანდაცვის სამინიტროს შეგვიძლია, ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრი ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს და თითოეულ თანამშრომელს ბოლო ოთხ თვეში გაწეული 24 საათიანი მუშაობისთვის. „აქ ყოფნას დღეს ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. რომ ჩამოვთვალოთ, ესენია: ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა და საერთოდ, ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, როდესაც გლობალურად, მსოფლიო გამოწვევის წინაშე დადგა. სინამდვილეში ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს და პირველ რიგში მინისტრს, მინდა მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის 24 საათის განმავლობაში, რომელიც მათ გასწიეს ბოლო 4 თვის განმავლობაში. ასევე მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ იგივე რეჟიმში გააგრძელებს ეს ხალხი წარმატებულად ბრძოლას შემდგომში, როდესაც ეს დაგვჭირდება. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური პანდემია არ არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, ეს გლობალური გამოწვევაა და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სიტემამ მინისტრთან ერთად სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ არაფერი დასრულებული არ არის და ყველაფერი გრძელდება. ის სახეები, რომლებსაც ახლა აქ ვხედავ ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდეს სძენს. ეს არის სისტემური სამინისტრო, რომელიც ფარავს ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრ სფეროს. ის რეფორმები, რომლებიც დაწყებულია ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჯანდაცვის სამინისტროში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რამეთუ შესძინოს მდგრადობა ყველა იმ მიღწევას, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ მიაღწია 2012 წლიდან. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე, ვაგრძნობინეთ მათ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე, სოციალურ მდგომარეობაზე. შრომის უზრუნველყოფაზე, სამუსაო ადგილებზე და კიდევ ბევრ რამეზე. ამას ყველაფერს უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტრო. სწორედ ამიტომ, მინდა გისურვოთ წარმატებები და თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, იმისთვის რაც უკვე გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გავართმევთ თავს ყველაფერ იმას, რაც ჩვენ მომავალში გველის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)