|
2020-06-17 16:15:01, 1422 ნახვა
საზოგადოება
ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
გლდანის რაიონში, ვეკუას, ხიზანიშვილისა და ხოჭოს ტბის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნულ ქუჩებზე, რომელთა სიგრძეც ჯამში, დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს, ასფალტის ზედა ფენის დაგება უკვე დასრულებულია. სამუშაოების ბოლო ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „გლდანის რაიონში, ვეკუა-ზიხანიშვილის ქუჩაზე ძირითადი სამუშაოები დღეს დასრულდა. ეს არის ორი ცენტრალური ქუჩა, რომელთა სრული რეაბილიტაცია განხორციელდა - დაწყებული მიწისქვეშა კომუნიკაციით, დამთავრებული განათების ბოძებით და LED სანათებით. სამუშაოების ფარგლებში, ორივე ქუჩაზე ნიადაგდამჭერი ბეტონი ჩამოისხა, ასევე, გაფართოვდა ტროტუარები. ავტომობილების გადაადგილება ორივე ქუჩაზე თავისუფლად არის შესაძლებელი. დარჩენილი სამუშაოები მიკრორაიონებში შემსვლელი ქუჩების ვეკუასა და ხიზანიშვილის ცენტრალურ ქუჩებთან მიერთებას მოიცავს, ასევე, ტროტუარების მოწყობას და გაჩერებების მონტაჟს. ტროტუარებზე არსებობს გარკვეული მონაკვეთები, სადაც მოასფალტებაა საჭირო. ბოლოს უკვე საგზაო მონიშვნების დახაზვა დაიწყება. პროექტი განხორციელებულია კაპიტალურად, რომელიც ათეულობით წელს გაუძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები, საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა, მოეწყო გარე განათების ახალი ქსელი. სარეაბილიტაციო არეალში პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები ჩატარებულია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსების, ასევე, ველობილიკებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სამუშაოები, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას თან ახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის დაპროექტება. კერძოდ, ორივე ქუჩა დაპროექტდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედით გადაადგილებაზე ორიენტირებით. ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე მოეწყობა ე.წ. ბასლეინები, რაც მოქალაქეთა გადააადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოები კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ, გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, გულია გოცირიძემ და ოთარ გრიგოლიამ დაათვალიერეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)