19:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 11:25:48, 1332 ნახვა

საზოგადოება
სადაზღვევო კომპანია ვარკეთილის ბაზრობაზე დასაქმებულ ყველა დაზარალებულს დანაკარგს აუნაზღაურებს

სადაზღვევო კომპანიამ გამოხატა მზაობა, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე დასაქმებულ ყველა დაზარალებულს დანაკარგი აუნაზღაუროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გარდა ამისა, დაზარალებულების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, მერიაც მზად არის ჩაერთოს ამ განხილვებში და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს ამ ადამიანებს.

„ჩვენ გამოვუთქვით თანადგომა დაზარალებულ ადამიანებს. სადაზღვევო კომპანია, სადაც ამ ადამიანებს დაზღვეული ჰქონდათ ქონება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოხატა მზაობა, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაუროს დანაკარგები. მიმდინარეობს მოკვლევა, ყველაფრის დაზუსტება და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს ყველაფერს, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. გარდა ამისა, დაზარალებულების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, მერიაც მზად არის ჩაერთოს ამ განხილვებში და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს ამ ადამიანებს. ამ საკითხზე საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, ვარკეთილში შერეულ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე 25 სახანძრო-სამაშველო მანქანა და ავტოცისტერნა მუშაობა. დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო რუსთავიდან და წყნეთიდან. წინასწარი ინფორმაციით, დაწულია 4 000 კვადრატის ფართობის ტერიტორია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics