07:36 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 10:43:28, 1611 ნახვა

ეკონომიკა
ექსპორტის ხელშეწყობის ახალი ინიციატივები და ონლაინ შოურუმები ქართველი დიზაინრებისთვის

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და ეკონომიკური კვლევის პოლიტიკის ცენტრის მხარდაჭერით, სასტუმრო „სტამბას“ ამფითეატრში ერთობლივი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა საქართველოში რეგისტრირებულ დიზაინერებთან.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა ახალი ინიციატივა, კერძოდ ონლაინ შოურუმებში მონაწილეობის ხელშეწყობის მოდელი, რაც პანდემიის დროს საერთაშორისო შოურუმების ეფექტურ ალტერნატივად განიხილება.  ამასთანავე, აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს სააგენტოს მიერ შემუშავებული დიზაინერების შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების დოკუმენტის პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე, საქართველოში მოღვაწე დიზაინრებმა საკუთარ ხედვები და საჭიროებები გაუზიარეს სააგენტოს წარმომადგენლებს.  შეხვედრის მიზანი ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობაა, რადგან აღნიშნული სექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics