21:49 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 00:56:38, 1680 ნახვა

პოლიტიკა
კადიროვი - ჩემ დავალებას საქართველოს ღრმა სტაგნაციები ვერ გაიგებენ

ჩემ დავალებას საქართველოს ღრმა სტაგნაციები ვერ გაიგებენ, - ამის შესახებ ტელეგრამზე გაავრცელა კადიროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე.

"ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას შეასრულებს, და თუ დავალება ჩუმადაა შესასრულებელი, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, თქვენი ქვეყნის ღრმა სტაგნაციაში, ამის შესახებ ვერ გაიგებენ. ის თქვენი ტყუილად მოლაპარაკე, რომელიც, როგორც მედიის წარმომადგენელი, ისე პოზიციონირებს, ისედაც ძლივსაა ცოცხალი, განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედია მას კინწისკვრით გააგდებდა.

გიორგი გაბუნიას, როგორც აქამდე ვამბობდი, უჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომელსაც შეეძლება ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდა. მას ვურჩევ სწორი დასკვნები გააკეთოს და საკუთარი გონება წესრიგში მოიყვანოს. სხვა შემთხვევაში, ვიმეორებ, ჩემს მტრად დარჩება“, - ვკითხულობთ კადიროვის ტელეგრამზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics